ჩვენ შესახებ

. წინა ცხოვრებაში დიზაინერი იყო, მაგრამ ფეხსაცმელებზე სალაპარაკო დრო და ადგილი აქ არ გვაქვს. სუშიკოს ისტორიაც მისი ერთ-ერთი საქმიანი მოგზაურობის შემდეგ დაიწყო.

თბილისში დაბრუნებულმა გადაწყვიტა სხვებისთვისაც გაეზიარებინა ის, რაც ძალიან მოეწონა ნიუ-იორკში და რაც ყველაზე მეტად ენატრებოდა მას მერე - უგემრიელესი სუში, რომლის გასასინჯადაც სახლის გაყიდვა არ მოგიწევს.

მაშინ თ. და ლ. ჯერ კიდევ ცალცალკე ცხოვრობდნენ, მაგრამ აქ არც ამის დრო და ადგილია. სუშიკო თავიდან მომცრო ფართში გაიხსნა, გოგებაშვილზე, სადაც კურიერები და რამდენიმე სტუმარი მუდმივად ერთმანეთში ირეოდნენ - მაშინ მიტანაზე უფრო მუშაობდნენ, 3 მაგიდა ჰქონდათ და ადგილი დიდად არც იყო.

  სუშიკოს ახალ სახლს ზანდუკელის 40-ში აშკარად ეტყობა დიზაინერის თვალი. იქაურობის ყოველი ნაწილის დაგეგმვასა და განხორციელებაში ოჯახის წევრები და ლ. პირდაპირ იყვნენ ჩართულები.

გოგებაშვილზე თავიდან რომ იწყებდნენ, მხოლოდ რამდენიმე სახის როლის შეკვეთა შეგეძლო. მათი რიცხვი მას მერე თითქმის ყოველთვე იზრდება: მაკებს, როლებსა და ნიგირისთად ერთად, ჩვენს მენიუში იპოვნით ნუდელსს და სუპებსაც.

თ.-ს კონცეფცია სხვა ყველაფრის ცვლილებასთან ერთად კვლავაც უცვლელი რჩება: - შეიძლება, საუკეთესო ინგრედიენტები ძალიან მნიშვნელოვანია, (როგორც მაგალითად, ჩვენი იშვიათი, საუკეთესო ბრინჯი) მზარეულის პროფესიონალობაც არანაკლებ, (და ვისაც ჩვენი მზარეულის ნახელავი უნახავს, ფიცითაც დაგვემოწმება)  მაგრამ რაც ‘სუშიკოს’ შექმნის დღიდან გამოარჩევს ის ფანატიკური მოყვარულის ამბიციაა, რომელიც თ.-სა და ლ.-ს დღემდე მოყვებათ.

ამბიცია, რომ თქვენი პირველი სტუმრობის შემდეგ ‘სუშიკო’ თქვენთვისაც ახალ სახლად იქცეს.